გაკვეთილის მთავარი თემა
|
სახელმძღვანელოს მიხედვით
გიორგი მერჩულეს
„აბო თბილელის წამება“
(შემაჯამებელი გაკვეთილი)
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო X
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში ირიცხება 25 მოსწავლე;
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან;
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ და შეაჯამებენ წინა გაკვეთილებზე შესწავლილ
მასალას, განიმტკიცებენ ცოდნას;
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
-მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიაში;
-იცავენ სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს;
-შეუძლიათ თანაკლასელთა ზეპირი მოხსენების გაანალიზება და
შეფასება;
-შეუძლიათ ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი
ხერხების გამოყენება;
-შეუძლიათ თანაკლასელთა და თვითშეფასება და საკუთარი აზრის
გამოთქმა მოსმენილი გაკვეთილის
შესახებ;
|
წინასწარი ცოდნა
|
-წაკითხული აქვთ „აბო თბილელის ცხოვრება“, იციან შინაარსი;
-შესრულებლი აქვთ ჯგუფური დავალება - დაეხატათ თხზულების ის
ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად
მოეწონათ (პრინციპი - ყველა
ნამუშევარი თავისებურად საინტერესოა);
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
- წარმატების დადგენის მიზნით დავაკვირდები: მათ მსჯელობას ზეპირი პრეზენტაციის წამოდგენისას,
ჯგუფური მუშაობის ხარისხს, კოლეგიალობას:
-გამოვიყენებ განმსაზღვრელ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეფასებებს;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კალმები, ფურცლები, ბარათები, კონვერტები
ბარათებისათვის, ისტ-ისათვის კომპიუტერული თამაში,
სლაიდ-შოუ : აბო თბილელის ცხოვრების ამსახველი მასალები; პროექტორი,
ეკრანი, სტენდი;
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
-გაკვეთილი ჩატარდება კომპიუტერის კლასში;
-მეცადინეობის ფორმა - ჯგუფური და საერთო საკლასო;
|
აქტივობა 1
აქტივობა 2
აქტივობა 3
აქტივობა 4
აქტივობა 5
|
შემოწმდება საშინაო დავალება. მასლები გამოიფინება სტენდზე. ყველა ჯგუფიდან
თითო მოსწავლე აღწერს, რისი თქმა სურდა ამ ნახატით ჯგუფს;
- დრო 4 წუთი
ისტ-ის მეშვეობით ვხსნით თამაშს - „აბოს ცხოვრების გზა“, რომელშიც მონაწილეობს
მთელი კლასი;
- დრო 5 წუთი
თამაშის შემდეგ დასასმელი კითხვები:
-როგორ მოგეწონათ თამაში?
-რა გავიხსენეთ, რა გავიგეთ?
-დრო 1 წუთი
კლასი დაიყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი სახელწოდება:
I ჯგუფი - „უეჭველი
სარწმუნოებასაუნჯე დიდ არს მორწმუნეთათვის“;
II ჯგუფი - „ჩუენცა, შორიელთა ამათ მკვიდრთა“:
III ჯგუფი - „ჩვეულებრისამებრ მამულისა სლვაი“;
IV ჯგუფი - „ყურება ამას ქუეყანისა“;
-დრო 8 წუთი
-მოსაფიქრებელი დრო არ სჭირდებათ, რადგან ეს საკითხები წინასწარ მიეცათ
დასამუშავებლად (გამომდინარე იქიდან, რომ კლასი ყოფილი რუსულენოვანია). საკითხები
აირჩიეს საკუთარი სურვილით;
-ჯგუფის ლიდერები ისაუბრებენ, თუ რატომ აირჩიეს ეს სახელწოდებები.
-ჯგუფებს დაურიგდებათ საკითხები:
I ჯგუფს - აბოს
ნათლობა;
II ჯგუფს - აბო
აფხაზეთში;
III ჯგუფს - აბო ციხეში;
IV ჯგუფს - VIII საუკუნის ქართლი;
მოსაფიქრებელი დრო მიეცემათ
3 წუთი და უპასუხებენ კითხვებს:
-დრო 4 წუთი
წუთ-შესვენება-
ვუჩვენებ სლაიდ-შოუს - „აბოს ცხოვრების გზა“;
-დრო
1 წუთი
წინა-შესწავლილ მასალასთან დასაკავშირებელი კითხვები:
1. მოციქულის სახელს დაუკავშირებდით აბი და რატომ?
2. რომელი სახარებისეული იგავები შეგხვდათ თხზულებაში?
3. როგორ გესმით ეს იგავები?
4. ვინ უწოდებდა თავის თავს
„მეათერთმეტე ჟამის მუშაკს“?
5. ვენის დიაგრამით შევადაროთ
ისინი ერთმანეთს:
-დრო 4 წუთი
6. რა იყო ქართველთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი მისია?
7. რა არის ქვეყნის გადარჩენის საწინდარი?
8. ვარსქენმა რჯულს უღალატა და მოღალატედ შერაცხეს
და ასეც არის, აბომაც უარყო თავისი რჯული
და წმინდანად შერაცხეს. რატომ?
9.თქვენი აზროთ, დღესაც გვმართებს თუ არა „ჩვეულებრისამებრ
მამულისა სლვაი“?
(პასუხი დაასაბუთეთ)?
-დრო 3 წუთი
ბლიც-კითხვები ჯგუფებში დარიგდება კონვერტებით (თითო
ბავშვს -თითო კითხვა);
1-1)
ვისთან ერთად გამოეშურა აბო ქართლისაკენ?
1-2)
სად წავიდა არაბთაგან ლტოლვილი ნერსე?
1-3)
ვინ ურჩევდა აბოს, არ დაბრუნებულიყო თბილისში და თავი
აერიდებინა არაბებისათვის?
1-4)
რა უპასუხა აბომ ქრისტიანებს, რომლებიც აფრთხილებდნენ
მომავალი დაპატიმრების შესახებ?
1-5)
სად ჰყავდა გახიზნული ცოლ-შვილი ნერსეს?
1-6)
რა ერქვა იმ ადგილს, სადაც აბო დაწვეს?
1-7)
ვის ახასიათებს ჰაგიოგრაფი: „კაც ველურ, საშინელ პირითა,
მხეცის ბუნება, სისხლის მჭამელ“?
2-1)
რომელმა ამირამ გამოუშვა აბო საპყრობილედან?
2) რა ხელობისა იყო აბო?
3) რა მიზეზს ასახელებს იოანე
საბანისძე, რატომ წამოვიდა აბო თბილისში?
4) რატომ ვერ მოინათლა აბო თბილისში?
5) სად ცხოვრობდა ქართლში მოსული
აბო?
6) რომელ ფსალმუნს გალობდა აბო?
7) რომელ ქვეყანას ახასიათებს
იოანე საბანისძე: „ სავსეი ქრისტეს
სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების
საზღვართა მათთა?
3-1)
რომელ რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვა აბოს წამება?
2) სად მოინათლა აბო?
3) ვინ ვის ეუბნება: „ოქროი და
ვერცხლი შენი შენათვე იყავნ წარსაწყმედელად
რჯულისა შენისა“?
4) ვინ გახდა ქართლის ერისმთავარი
ნერსეს შემდეგ?
5) სამოელ კათალიკოსის თქმით,
საიდან იცოდა იოანე საბანისძემ აბოს
თავგადასავალი?
6) რა თანხით შეიძინა აბომ კერეონები?
7) სიკვდილისთვის როგორ მოემზადა
აბო?
4-1) როდის
დაიწერა აბოს წამება?
2) ვინ დაავალა იოანე საბანისძეს
აბოს წამების აღწერა?
3) ვინ ვის ეუბნება, „მე ვითარცა კედელსა მაგას,
რომელსა მიყრდნობილ ხარ,
ეგრეთ არა მესმიან
ცუდნი ეგე სიტყუანი შენნი“?
4) რას ნიშნავს „ეპისტოლე“?
5) ქართლს რას უწოდებს იოანე საბანისძე?
6) რამდენი დღე იყო აბო საპყრიბილეში?
7) როგორ იქცეოდა აბო საპყრობილეში?
-დრო
ბლიც-კითხვებისათვის 8 წუთი
პასუხების შემდეგ თითოეულ მოსწავლეს დაურიგდება კითხვარი თვითშეფასებისათ-ვის. გასააზრებლად მიეცემათ დრო
2 წუთი
კითხვარი თვითშეფასებისათვის
1. დაგაინტერესა თუ არა გაკვეთილის
თემამ?
ა) ნაკლებად
დამაინტერესა;
ბ) არ დამაინტერესა;
გ) დამაინტერესა, მაგრამ ზოგი რამ ვერ გავიგე;
დ) ძალიან დამაინტერესა;
2.იაქტიურე თუ არა გაკვეთილზე?
ა) არ ვიაქტიურე;
ბ) ნაკლებად ვიაქტიურე;
გ) ვიაქტიურე, მაგრამ დავალებები ნაწილობრივ შევასრულე;
დ) ვიაქტიურე, დავალებების
დიდი ნაწილი კარგად შევასრულე;
3. რა მოგცა გაკვეთილმა?
ა) არაფერი.
ვერაფერი გავიგე;
ბ) ზოგი რამ გავიგე,
მაგრამ ნაკლებ მაინტერესებდა;
გ) შევიძინე ცოდნა,
მაგრამ არასრულყოფილად;
დ) ბევრი რამ გავიგე.
გაკვეთილი ჩემთვის საინტერესო იყო;
4. დაიცავი თუ არა დავალების შესრულების
ლიმიტი?
ა)ვერ
ჩავეტიე განსაზღვრულ დროში?
ბ)
დროში ჩავეტიე, მაგრამ ბევრი დავალება შეცდომით დავასრულე?
გ)
დროში ჩავეტიე, ნაკლები შეცდომებით?
დ)ლიმიტის
დაცვა არ გამიჭირდა, შეცდომებიც თითქმის არ მქონდა;
5. რომელ აქტივობას გამოარჩევდი გაკვეთილიდან,
რომელი მოგეწონა
ყველაზე
მეტად?
ა) კითხვა-პასუხი;
ბ) მართალია-ტყუილია;
გ) მოსმენა;
დ) კითხვა მრავალი
არჩევანით?
წავიკითხავთ 1-2 კითხვარს.
- დრო 4 წუთი
შევაფასებთ მოსწავლეებს აქტივობისა და ცოდნის მიხედვით და
საშინაო დავალება: შეასრულონ წერითი
დავალება: „აბო- თბილისის მფარველი
წმინდანი“.
-დრო 1 წუთი
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ქალბატონო მზია,თქვენ ალბათ მექანიკურად გაგეპარათ შეცდომა,როცა ,,აბო თბილელის ''ავტორად გიორგი მერჩულე მიუთითეთ,შეგიძლიათ გამოასწოროთ...
ОтветитьУдалить